logo
ENG



ხლანი: ხერსონის ოლქში სახალხო რესპუბლიკის შექმნაზე [ოკუპანტები] რეფერენდუმს ამზადებენ

12 მარ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/lyqjce9a4wln8t7.jpg

უკრაინელი პოლიტიკოსის სერგეი ხლანის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნაზე რეფერენდუმს ამზადებენ.

როგორც ხლანი Facebook-ზე წერს, ოკუპანტები ხერსონის საოლქო საბჭოს წევრებს ურეკავენ, კითხვით - მზად არიან თუ არა თანამშრომლობისთვის.

"მივმართავ ხერსონის საოლქო საბჭოს ყველა დეპუტატს - პატივცემულო კოლეგებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იაზრებთ თქვენი გადაწყვეტილების შედეგებს. ხერსონის სახალხო რესპუბლიკა ჩვენს რეგიონს უიმედო ორმოდ გადააქცევს, სადაც არც სიცოცხლე იქნება და არც მომავალი. არ მისცეთ არც ერთი ხმა. არ მისცეთ შესაძლებლობა რომ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმაცია მოახდინონ. ვერ დავიჯერებ, რომ იმაზე ცუდ დღეში ხართ ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა მარიუპოლში, ჩერნიგოვში, ხარკოვში, სუმსა და გოსტომელში, რომლებიც უკვე 2 კვირაა ტანჯვაში არიან. შედით უკრაინის ისტორიაში არა როგორც მოღალატეები, არამედ როგორც გმირები, ვისი სახელიც მუდამ ემახსოვრებათ", - წერს რადას ყოფილი დეპუტატი.


close დახურვა